ონლაინ აპლიკაციის შევსების შემდეგ თქვენ დაგიკავშირდებიან ელ.ფოსტის მეშვეობით, რათა დაგიდასტურონ შეკვეთის მიღება ან უზუსტობების შემთხვევაში გთხოვონ მათი გამოსწორება.
შეკვეთის დადასტურებასთან ერთად თქვენ შეგატყობინებენ თარიღს, როდესაც შეგეძლებათ მიიღოთ თქვენი ბარათი მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ოფისში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი 45, 3-ე სართული.
ბარათის მისაღებად აუცილებელია პირადობის მოწმობის წარდგენა.
ბარათის საფასური შეადგენს 15 ლარს, გადახდა შესაძლებელია ოფისში ნაღდი ანგარიშსწორებით.


























