ევროპული ახალგაზრდული ბარათი

 

ევროპული ახალგაზრდული ბარათი წარმოადგენს ფასდაკლების ბარათს, რომელიც უამრავ ფასდაკლებას სთავაზობს 13-დან 31 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს კულტურის, დასვენების, მოგზაურობის, კვების, ჯანმრთელობის, სილამაზის, საყიდლებისა და სხვა სფეროებში.

 

ბარათი ევროპის 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი. დღეისათვის ევროპული ახალგაზრდული ბარათი 4 მილიონამდე მფლობელსა და 80 ათასამდე ფასდაკლებას აერთიანებს.

 

არსებობს რამდენიმე სახეობის ბარათი. დღეისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია კლასიკური და სტუდენტური ახალგაზრდული ბარათები.

 

ბარათის მოქმედების ვადაა 1 წელი.

 

ბარათი ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის საკუთრებაა.

 

საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროვაიდერია მშვიდობისა და განვითარების აკადემია.